თათული ედიშერაშვილი მეუღლეს ისე დაშორდა, რომ საზოგადოებისთვის არ გაუცნია

თათული ედიშერაშვილი მეუღლეს ისე დაშორდა, რომ საზოგადოებისთვის არ გაუცნია

1 641
მსახიობი თათული ედიშერაშვილი მაყურებელმა სერიალ ''შუა ქალაქიდან'' გაიცნო. მისი გმირი, თამარ ღლონტი, მალევე გახდა პოპულარული და წლების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ თათულიმ რამდენიმე სხვა სერიალში ითამაშა და თეატრშიც ბევრი როლი შეასრულა, მაინც თამარ ღლონტით ახსოვთ.

პირად ცხოვრებაზე საუბარი თათულის არასდროს უყვარდა. მსახიობი 2009 წელს გათხოვდა. მეუღლის ვინაობას ყოველთვის მალავდა. ჟურნალისტებისთვის მხოლოს ისაა ცნობილი, რომ თათულის ქმარი ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა და გვარად ჩიმჩიურია. თათულის ორი გოგონა ჰყავს, ნანიკო და სესე.

''ეკა ხოფერიას'' შოუს ანონსიდან ცნობილი ხდება, რომ მსახიობი მეუღლეს დაშორდა. მსახიობი ეკა ხოფერიას კითხვას, დაშორდა თუ არა მეუღლეს, დადებითად პასუხობს. შოუში თათულისთან ერთად სტუმრადა ''შუა ქალაქიდან'' ყველასთვის კარგად ნაცნობი ქეთევან ღლონტი - თამუნა ნიკოლაძე, რომელიც ასევე დაშორებულია თავის პირველ მეუღლეს.

ორივე მსახიობი ეკა ხოფერიას დაჰპირდა, რომ მეორე ქორწილი რომ ექნებათ, არ გამოაპარებენ.

სალომე დადიანი
3-12-2014, 04:23 ameli კულტურა